დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მე-13 ყრილობა გაიმართა. დელეგატებმა დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელად ირაკლი ფავლენიშვილი აირჩიეს. აღნიშნულმა ორგანომ პარტიას 6 თვის განმავლობაში უნდა უხელმძღვანელოს. საბჭოს თავმჯდომარის კომპეტენციაში გაერთიანებული იქნება თავმჯდომარის, გენერალური მდივნის უფლებამოსილებები.
მმართველობითი საბჭოს წევრები იქნებიან: პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი და ირაკლი ნადირაძე.
თინა ბოკუჩავამ, რომელიც ამ დრომდე პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, არ ისურვა საბჭოს წევრობა და ის დარჩება ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრად.
