ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში დამანგრეველი მიწისძვრის გამო, ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოლუმბიაში მომხდარ მიწისძვრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.