საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

საუბარი შეეხო ერთობლივ რეგიონულ პროექტებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.