მიმდინარე კვირაში პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება.
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონსის თანახმად, დღეს 12:00 საათზე ჩანიშნულია ბიუროს სხდომა, რომელზეც სესიის დღის წესრიგი განისაზღვრება.
რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს უნდა გაიხსნას. სექტემბრის პირველი სამშაბათი 1-ელი სექტემბერია, შესაბამისად, საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება.
