საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს.
„საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა. მსოფლიო ბანკმა ახლახან საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7 პროცენტამდე გაზარდა. ამავე ორგანიზაციის პროგნოზით, 2026–2028 წლებში საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს.
ჩვენი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს, რომელთა საარსებო წყაროები უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, დაცულ ტერიტორიებს, ტყის აღდგენასა და მდგრად ტურიზმს ადგილობრივი განვითარების მამოძრავებელ ძალად ვაქცევთ, რათა ბუნების დაცვამ სამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობები შექმნას არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ მათ ფარგლებს გარეთაც.
გრძელვადიანი შედეგების მიღწევა ასევე მოითხოვს თანამშრომლობას საზღვრებს მიღმა. სამხრეთ კავკასიაში საერთო ეკოსისტემები რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. საქართველო მზად არის, მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიცვას ჩვენი საერთო ბუნებრივი მემკვიდრეობა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება.
„ეს სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და განვამტკიცოთ ერთობლივი ძალისხმევა ბუნების დაცვის მიმართულებით. 2030 წლის მოახლოებასთან ერთად, მთავარი კითხვა უკვე ის კი აღარ არის, თუ რაზე შევთანხმდით, არამედ ის, თუ რა შედეგებს ვაღწევთ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში.
ამ ამოცანის საგანგებო მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოსთვის, რომელიც კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება. ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ლანდშაფტი, რომელიც მაღალმთიან მასივებს, ვრცელ ტყეებსა და 26 000-ზე მეტ მდინარეს მოიცავს, ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს. საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეისათვის საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი მილიონ ჰექტარს აღემატება, რაც ქვეყნის ტერიტორიის 15 პროცენტზე მეტს შეადგენს.
„ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში დაცული ტერიტორიები კი, საერთო ჯამში, ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიის 23 პროცენტს მოიცავს. საქართველოს ბუნებრივმა მემკვიდრეობამ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, ასევე იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატები.
ეს მიღწევები მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი პროგრესისთვის. საქართველო მხარს უჭერს გლობალურ მიზანს, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის ხმელეთისა და საზღვაო ტერიტორიების სულ მცირე 30 პროცენტი დაცული უნდა იყოს. ამასთან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვასა და გრძელვადიან დაცვას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, რესურსების მობილიზება და გამოცდილების გაზიარება აუცილებელია ბიომრავალფეროვნების ეფექტიანი და მდგრადი დაცვის უზრუნველსაყოფად.
„2030 წლის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში გლობალურად აღებული ვალდებულებების კონკრეტულ და გრძელვადიან მიღწევებად გარდაქმნა. ეს სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ერთობლივი მზადყოფნა კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს მიზნების მისაღწევად და ახალი იმპულსი მივცეთ მათ განხორციელებას. საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ბიომრავალფეროვნება განუყოფლად არის დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, კულტურულ იდენტობასა და სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებთან და ქვეყანა, როგორც ღვინის სამშობლო, გამოირჩევა მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორიით.
„ექვსი პრიორიტეტული სახეობის აღდგენის ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს ბუნების დაცვის მიმართულებით თანმიმდევრული და გრძელვადიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.
საქართველოსთვის ბიომრავალფეროვნება განუყოფლად არის დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, კულტურულ იდენტობასა და სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებთან. საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, გამოირჩევა მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორიით, რაც არქეოლოგიური მტკიცებულებებით დასტურდება, საქართველო გამორჩეულია ვაზის 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშის მრავალფეროვნებითა და ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი მეთოდით, რომელიც იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული.
არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოში ხორბლის მოყვანის უძველესი ტრადიცია. მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოში გვხვდება, მათ შორის ხუთი ენდემური სახეობაა. ქართული ხორბლის კულტურა, რომელიც 2025 წელს იუნესკომ აღიარა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, ტრადიციულ ცოდნასა და თაობების საარსებო წყაროებს შორის არსებულ მჭიდრო და უწყვეტ კავშირს.
საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობა კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ჯანსაღი ეკოსისტემები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვას, იზიდავს ვიზიტორებს და მცირე ბიზნესს განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს უქმნის. შესაბამისად, მათი დაცვა მხოლოდ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა კი არ არის, არამედ ინვესტიციაა ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და გრძელვადიან კეთილდღეობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, მათი ყველა გეგმა, საბოლოო ჯამში, წარუმატებლობისთვის არის განწირული.
„ასეთ პირობებში, შეუძლებელია, მიაღწიო რაიმე წარმატებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეჰყურებდნენ საკუთარ პატრონებს საზღვარგარეთ, თუმცა ხედავთ, რომ ისინიც ვერ ეხმარებიან. შესაბამისად, სასოწარკვეთილებაში არიან და ასეთ დროს აკეთებენ მორიგ განცხადებებს ახალ გეგმებთან დაკავშირებით. ყველა ეს გეგმა, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქციების იანვრამდე გადაწევის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.
„ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ და ეს განცხადებაც არის ამისი მორიგი გამოხატულება. როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და არა მარტო ოცნებობ ამისათვის ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება. ასეთი განცხადებები დამატებით დაგვეხმარება ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც წარვადგენთ ჩვენს სარჩელს ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მთელი მათი საქმიანობა თავისი არსით არის არაკონსტიტუციური, არის მტრული საკუთარი ქვეყნის მიმართ, ემსახურება კონსტიტუციური წყობილების შეცვლას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთი განცხადებები დამატებით დახმარებას გაგვიწევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით.
„პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოწვევით ერევანში მონაწილეობას ვიღებ ბიომრავალფეროვნების შესახებ სამიტში, რომელიც გაეროს ეგიდით იმართება. საუბარი გვქონდა საქართველოს პრიორიტეტებზე ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ხაზი გავუსვით იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორობას აქ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის საინტერესოა ამ ფორმატში მუშაობა. ბიომრავალფეროვნება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. შესაბამისად, ასეთი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიური საკითხი და რაიმე სიურპრიზი.
„განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ეჭვი ეფუძნება კონკრეტულ ლოგიკას, ამ ლოგიკას აქვს პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური საფუძველიც.
„უკრაინის მიღებამ ევროკავშირში შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების მთლიანად განულება, ეს არის მაგალითად ტექნიკური ფინანსური მიზეზი. არის ბევრი სხვა მიზეზი, რაც მთავარია, არის პოლიტიკური მიზეზები, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმის გამო, რომ ამ პარტიებს არ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი არგუმენტების იმედი, მიმართავენ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ, საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებს.
„მე მათ ადგილზე ვიქნებოდი კონცენტრირებული საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმირებაზე. მათ საკუთარი თავი უნდა დაიცვან საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე იმ სარჩელის წინაშე, რომელიც არის წარდგენილი სასამართლოში. მათ უნდა მოამზადონ არგუმენტები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ არგუმენტები და არ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი არგუმენტების იმედი, მიმართავენ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ, მიმართავენ საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს. ამ სარჩელში მარტივი საკითხია დასმული. ეს პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას. აქ მარტივად, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი. გამოდის, რომ ან ისინი არიან მართლები თეორიულად, ან, ვინც ამას ამბობს, ის უპირისპირდება უხეშად საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას. ეს არის საკითხი, რომელსაც გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო. ამ ვითარებაში ან ერთი უნდა იყოს არაკონსტიტუციური, ან მეორე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ისინი არიან არაკონსტიტუციურები, გამომდინარე მათი განცხადებებიდან, მათი ქმედებებიდან, წარსულიდან, მათი აწმყოდან და მათი სამომავლო გეგმებიდან. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მარტივად უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სარჩელს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ იციან, რომ თავისი არსით არიან არაკონსტიტუციურები და ამაზე ღიად საუბრობენ.
„თვითონ, მთელი ამ წლების განმავლობაში, საუბრობდნენ საკუთარ არაკონსტიტუციურობაზე, საკუთარი ქმედებით ადასტურებდნენ საკუთარ არაკონსტიტუციურობას. ასეთ დროს არგუმენტებისგან მთლიანად ხარ დაცლილი და შესაბამისად, არ აქვთ საკუთარი არგუმენტების იმედი საკონსტიტუციო სასამართლოში. ისინი უხეშად და თავხედურად უპირისპირდებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, შესაბამისად, ახლა უწევთ არგუმენტების გარეშე წარსდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.
