სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 7 დეკემბერს თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა.
მისი თქმით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნება დაზიანებები და, როგორც ისინი ამბობენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა.
სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულთა ნივთების დაკარგვის საკითხს, ვინაიდან დაკავებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ პოლიცია დაკავების დროს ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს“, - წერის სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.