უნგრეთმა და სლოვაკეთმა საქართველოს ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირის სანქციების დაწესების წინადადებას ვეტო დაადეს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ოფიციალურ და დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც წყაროები აცხადებენ, საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ცალკეული გეგმა ჯერ კიდევ შეიძლება შემუშავდეს, რადგან ის მოითხოვს მხოლოდ კვალიფიციურ უმრავლესობას.
სანქციები უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს წარადგინა.
ეს კალასის პირველი წარდგენილი წინადადება იყო 1-ელ დეკემბერს თანამდებობის დაკავების შემდეგ.