თუ მოხდება აშშ-ის დეოლიგარქიზაცია, ძალიან კარგი მიმართულებით წავა ჩვენი ურთიერთობები - ირაკლი კობახიძე

თუ მოხდება აშშ-ის დეოლიგარქიზაცია, არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა და „დიფ სთეითის“ გაწმენდა, ძალიან კარგი მიმართულებით წავა ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობები და ეს პირდაპირ აისახება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE"-ში განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, დღეს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები არის სრულიად არასასურველ ნიშნულზე.

 

„დღეს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები არის სრულიად არასასურველ ნიშნულზე. ჩვენ ვითხოვთ გადატვირთვას. მინდა შეგახსენოთ, როგორ ვითარდებოდა სამი წლის განმავლობაში პროცესები. ჯერ იყო განაცხადის შეტანა, კანდიდატის სტატუსზე, 5000-გვერდიანი დოკუმენტაცია მოვამზადეთ ხელისუფლებამ, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეები დღეს და ღამეს ათენებდნენ, რომ ეს დოკუმენტაცია წარგვედგინა.ი ყველამ იცის, რომ საქართველო უსწრებდა უკრაინასაც, მოლდოვასაც, ბოსნიასაც, ყველა პარამეტრით, გავაგზავნეთ განაცხადი ივნისში, ყოველგვარ დასაბუთების გარეშე გვეთქვა უარი. ჯერ „ენჯეოები“ აცხადებდნენ, რომ მათ უნდა შეევსოთ კითხვარი, თან ამბობდნენ, რომ ქვეყანა იქცეოდა, თან თვითონ უნდა დაეწერათ ის დოკუმენტაცია, სადაც ქვეყნის მდგომარეობა უნდა ყოფილიყო აღწერილი. მათი განზრახვა რა იყო - უნდა გაეგზავნათ ისეთი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ჩვენ არ მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. მანამდე, ივნისამდე, ვიდრე გადაწყვეტილება მიიღებოდა, სოროსის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამების ხელმძღვანელმა, ჩხიკვაძემ დაწერა ოფიციალურად დასკვნა, რომლითაც მოუწოდებდა ევროკავშირს, არ მოენიჭებინა ჩვენთვის სტატუსი. აქაც ორმაგი სტანდარტი და არაკეთილსინდისიერება თუ არ არის, ვინმემ გაკიცხა ეს ადამიანი იმისთვის, რომ ევროკავშირისგან ითხოვდა უსამართლო გადაწყვეტილების მიღებას, კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას? რატომ არ გაკიცხეს ან „ენჯეოებმა“, ან პარტიებმა, რომელთაც თავი მოჰქონდათ, რომ თვითმიზანი იყო მათთვის ევროინტეგრაცია. კაცმა დაწერა და გააგზავნა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსიო. მერე გამოვიდნენ ეს „ენჯეოები“ ივნისში, როცა არ მოგვენიჭა სტატუსი, სრულიად უსამართლოდ, ქულებით გამოაქვეყნეს შეფასება და დადგინდა, რომ ყველანაირად ჩვენ გვეკუთვნოდა პირველ რიგში კანდიდატის სტატუსი. გამოვიდნენ „ენჯეოები“ და იმ ჩხიკვაძეს კი არ მოსთხოვეს პასუხი, რომელმაც დასკვნა გააგზავნა, ჩვენი გადადგომა მოითხოვეს, იმიტომ, რომ ჩვენ დაგვაბრალეს კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. აქედან წელიწად-ნახევარი რა ხდებოდა, ესეც მინდა შეგახსენოთ, იყო 12 პუნქტი, ბოლომდე, პირნათლად შევასრულეთ ყველაფერი. ყველაფერი გავაკეთეთ. აქაც იყო საბოტაჟი. „ენჯეოებმა“ უარი თქვეს  სამუშაო ჯგუფებში შემოსვლაზე, პარტიებმა თქვეს უარი სამუშაო ჯგუფებში შემოსვლაზე და პირდაპირ კამპანია მიდიოდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ამბობდნენ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, არაფერია შესრულებული, არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. თან იქვე აცხადებდნენ, რომ თვითმიზანი იყო მათთვის ევროინტეგრაცია და ქვეყნის წინ წაწევა ამ მიმართულებით. ესეც სრული ფარსი და ტყუილი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, იქითა მხრიდან იყო მხოლოდ საბოტაჟი და ხელოვნური დაბრკოლებები, ისინი იყვნენ „პროევროპელები“ და ჩვენ ვიყავით ანტიევროპულები. აქაც ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ევროკავშირის პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან აქედან იქით საბოტაჟს ჰქონდა პირდაპირი მხარდაჭერა. ძალინ მარტივი, გაშიფრული თამაში იყო. მთელი ეს წლები ჩვენ ვითხოვთ, ჩვენ გვინდა, ისინი ამბობენ რომ არ უნდა მოგვენიჭოს, არ გვეკუთვნის, არ უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები, ისინი არიან ამ დროს პროევროპულები და ჩვენ ვართ ანტიევროპულები. იმდენად ყალბი და მარტივი თამაშია, რომ ყველა ხედავს, რაშიც არის საქმე. საჯარო დისკუსიაზეც მაგიტომ ვერ ჯდებიან. ეს კითხვა რომ დაისმება, რა პასუხი უნდა გაგცენ. თვითონ ეწინააღმდეგებოდნენ კანდიდატის სტატუსსაც. მერე რამდენი ტყუილი ილაპარაკეს, ამბობდნენ, რომ მილიარდები დაგვეყრებოდა ევროკავშირიდან, როგორც კი სტატუსი მივიღეთ, თქვეს, რომ ეს სტატუსი თურმე არაფერი არ იყო. ამ კითხვას რა პასუხი უნდა გასცენ, სრული ტყუილი, სრული ფარსი. დღესაც ცდილობენ, როგორმე დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამოწურეს ყველანაირი რესურსი.

 

ვართ არასასურველ ნიშნულზე, მაგრამ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, მათ შორის, ეს მოლოდინები დაკავშირებულია აშშ-ში ცვლილებებებთან, 20 იანვარს შედგება ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია  და ძალიან მაღალი ალბათობით, უკრაინაში ომი დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობის პირობებში. დამშვიდდება რეგიონი და ეს აისახება საქართველოზეც. გარდა ამისა, დონალდ ტრამპს აქვს გაცხადებული, რომ ის აპირებს ბრძოლას „დიფ სთეითთან“ და ჩვენთან ურთიერთობებში მთავარ პრობლემას ქმნიდა სწორედ ეს არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები. თუ მოხდება აშშ-ის დეოლიგარქიზაცია, არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა და „დიფ სთეითის“ გაწმენდა, ძალიან კარგი მიმართულებით წავა ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობები და ეს პირდაპირ აისახება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - განაცხადა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მანამდე იყო ცალმხრივი, უხეში განცხადებები ყოველგვარი დისკუსიის გარეშე და ხელისუფლებამ არაერთხელ გააკეთა შეთავაზება დისკუსიასთან დაკავშირებით, თუმცა უარი მიიღო.

 

„ასეთ დროს შეუძლებელია, არ დაეთანხმო პარტნიორს და ალენ ბერსეს მაშინვე დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ ვიმსჯელოთ ამ კანონთან დაკავშირებით. თუ გვეტყვიან, რომ რაღაც არ მოსწონთ, დაგვისაბუთებენ, რა არ მოსწონთ ამ ყველაფერში და ა.შ. როგორც მაშინ ვიყავით ღია დისკუსიისთვის, ახლაც ღია ვართ დისკუსიისთვის, ასევე ცვლილებისთვის, თუ დაგვისაბუთებენ, რომ კანონში რაღაც არის ისეთი, რაც  შეიძლება, იყოს პრობლემური. ამ კანონს რაც შეეხება, ეს არის კანონი NGO-ების გამჭვირვალობის შესახებ და სინამდვილეში, უფრო სწორი და ზუსტი სათაური რომ დავარქვათ, არაიურიდიული სათაური, ეს არის კანონი რევოლუციური გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ NGO-ების ხელით რამდენჯერმე მოგვიწყვეს რევოლუციის მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, კი არ ვუპირისპირდებით ამ კანონით რევოლუციებს, ეს არ არის კანონი რევოლუციის წინააღმდეგ, ეს არის კანონი მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ. კი ბატონო, სცადე რევოლუციის მოწყობა, მაგრამ კეთილი ინებეთ და სცადეთ ეს ყველაფერი გამჭვირვალედ. ხალხმა იცოდეს, ვისი ფულით გამოჰყავთ ისინი შეკრებებზე. ახლაც NGO-ები აფინანსებდნენ კონკრეტული მასალებით უზრუნველყოფას, მათ შორის მოძალადეების, ხომ უნდა იცოდეს ხალხმა, ვინ აკეთებს ამას? მერე შეიძლება, აღარ მივიდეს შეკრებაზე, თუ დაინახა, რომ უცხოური ფულით ხდება ასეთი აქტივობების დაფინანსება, ამიტომ რევოლუციის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა და  ბოლომდე დაიცავს სუვერენიტეტს.

 

„კარლ ბილდტს თუ უნდა, რომ გუბერნატორი დაგვინიშონ აქ საქართველოშ, ეს დრო წავიდა 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც გარედან გვინიშნავდნენ გუბერნატორებს და ცეკას მდივნებს. ეს არ არის ის დრო. კარლ ბილდტი ვერანაირ ცეკას მდივანს ვერ დანიშნავსამ ქვეყანაში და ვერც ვერანაირი ჩინოვნიკი რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან. დღეს არ არის ის დრო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო და  ბოლომდე დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ასეთ განცხადებებს მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, კარლ ბილდტი ყველამ იცის, რომ არის ძალიან დიდი ხნის მეგობარი იმ პოლიტიკური ძალის, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“, აქედან გამომდინარე, მისი ასეთი განცხადებების არავის უკვირს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კაია კალასმა დააანონსა, რომ 29 დეკემბერს ყველაფერი მთავრდება სალომე ზურაბიშვილისთვის.

 

„კაია კალასმა დააანონსა ის, რომ 29-ში ყველაფერი მთავრდება სალომე ზურაბიშვილისთვის, მან განაცხადა მკაფიო, რომ 29 დეკემბერს იწურება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა, უბრალოდ თქვა, რომ მანამდე შეიძლება, ბევრი რამ მოხდესო, თუმცა 29 დეკემბრამდე ბევრი რამ არ მოხდა, ცოტა რამაც არ მოხდა შესაბამისად, რჩება 29 დეკემბერი. კაია კალასმა განაცხადა, რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება შესაბამისად, მე არ მგონია, რომ რაიმე ირაციონალური ნაბიჯები გადაიდგას ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან 29 დეკემბრის შემდეგ. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა ტყუილი ე.წ კარუსელთან დაკავშირებით.


“თქვენ გახსოვთ რამდენიმე სამარცხვინო ტყუილი, რაც ითქვა მათი მხრიდან არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, სალომე
ზურაბიშვილის ცნობილი ტყუილი 17-ჯერ ხმის მიცემასთან დაკავშირებით, ანუ 16-ჯერ და 18-ჯერ კი არა, 17-ჯერ ხდებოდა ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, რაც ტექნიკურადაც შეუძლებელია ახალი აპარატურის გათვალისწინებით. დაადონ თითი რომელიმე ჩანაწერს ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომელიც პირდაპირ ან თუნდაც ირიბად მიანიშნებს 17-ჯერ ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემასთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა ტყუილი ე.წ კარუსელთან დაკავშირებით. ე.წ. კარუსელი, როგორც პრობლემა, საერთოდ არ ფიგურირებს ამ დასკვნაში, ანუ უთქვამს თუ არა სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას ტყუილი, როცა ამბობდა, რომ ხან 300 000, ხან 200 000, ხან 400 000 ხმა გაყალბდა, ეს ერთი ტყუილი, რაც შეეხება ცნობოლი გაჟონვის თემას და ხმის ფარულობის დარღვევას. 76%-ში საერთოდ ვერ დაადგინა ვერცერთი შემთხვევა ხმის ფარულობის დარღვევის და 24%-შიც დაადგინა ცალკეული შემთხვევები, როგორიც არის გაჟონვა, ვიღაცამ ამოიღო კონვერტიდან ბიულეტენი და ვიღაცამ დაინახა ვინ შემოხაზა ამა თუ იმ ამომრჩეველმა და ა.შ. 76%-ში საერთოდ ვერანაირი დარღვევა ვერ დაინახა და მხოლოდ 24%-ში. ამ დროს, ცნობილი გაჟონვის ამბავი იყო გამოტანილი, როგორც თითქოს გაყალბების მთავარი ინსტრუმენტი. რომ გავყვეთ, რუსული ჩარევა და ა.შ. ყველა მათი ძირითადი ბრალდება და ძალიან კარგად მოახდინა ამის  სისტემატიზაცია შალვა პაპუაშვილმა, 5 მთავარი ბრალდება იყო გამოყოფილი და ხუთივე დადასტურდა, რომ იყო ტყუილი. ეუთო/ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ ხუთივე იყო ტყუილი, იმიტომ, რომ საერთოდ არ ფიგურირებს ეს საკითხები, რუსული გავლენა, გაჟონვა, კარუსელი დ ა.შ. საერთოდ არ ფიგურირებს ეუთო/ოდირის დასკვნაში. შესაბამისად, ეუთო/ოდირმა დაადასტურა ის, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და არჩევნებმა ასახა, რაც მთავარია, ამომრჩევლის ნება.

კვლევებიც ჩავატარეთ ცოტა ხნის წინ და არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. 70%-მდე ჩვენს ამომრჩეველს აქვს ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. ეს არის რეალური მაჩვენებელი, ქვეყნის მასშტაბით. დანარჩენი არის უბრალოდ ყალბი მტკიცება და წარმოიდგინეთ, რომ აქ შედის ის ამომრჩეველიც, მათ შორის, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირა მხარი, იმდენად მაღალი პროცენტია. დანარჩენი არის ცარიელი საუბარი, რაც ეუთო/ოდირის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.