გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერაბიშვილმა, თანამდებობა დატოვა

დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა პოსტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო დატოვა.

პროკურატურის პრესცენტრში ამბობენ რომ ნათია მერებაშვილმა ნამდვილად დატოვა დაკავებული პოსტი და რომ ის ახალ წლამდე დაემშვიდობა თანამშრომლებს.

„რაც შეეხება იმ მიზეზს, რაც მედიით ვრცელდება, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია“, - განუცხადეს "რადიო თავისუფლებას" პროკურატურაში.

ნათია მერებაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ 2020 წლის 19 მარტს დაინიშნა. მანამდე ის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძრვანელი იყო. მთავარ პროკურატურაში კარიერა მერებაშვილმა 2010 წლიდან დაიწყო.