პროტესტის 45-ე დღე - თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი

დღეს, 11 იანვარს უწყვეტი პროტესტის 45-ე დღეა. დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან. 

განრიგი ასეთია:

10:00 - აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ;
12:00 - ეკო ტრანსპორტის მსვლელობა - რესპუბლიკის მოედანი;
14:00 - მსვლელობა პოლიციის რეჟიმის წინააღმდეგ - გლდანი, ახმეტელის თეატრის წინ, ვეკუას #3;
17:30 - ნახალოვკელების მსვლელობა - მეტრო ნაძალადევის სკვერი;
19:00 - "უთანასწორობა უსამართლობაა" - რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ;
19:00 - "მეგობრების მარში" - ფილარმონიიდან პარლამენტამდე;
19:00 - ეთერი ხალხს! - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა;
19:00 - ყოველდღიური აქცია პარლამენტთან;
21:00 - ჩცდ მარში - რესპუბლიკის მოედანი;
21:30 - საჯარო დისკუსია ომის “საფრთხის" შესახებ - რუსთაველის გამზირზე არწივის ქვეშ.