მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერები შოთა რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას ლოზუნგით - „ქველმოქმედება თავისუფლებისთვის!“ მართავენ. მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები.
როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის მისწრაფებას იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.
მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.