პროტესტის 71-ე დღე - ხალხი ისევ ქუჩაში დგას.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილების მოთხოვნა კვლავ იგივეა - პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და ახალი არჩევნები.
"უკან თუ დავიხიეთ, ნიშნავს, რომ საქართველო დავკარგეთ" - ამბობს აქციაზე მისული მხატვარი, გია ბუღაძე.
ისეთ ეტაპზე გადავედით, შიშის ფაქტორი აღარ არსებობს, ისინი უფრო შეშინებულები არიან. მოვდიოდი და გზაში უამრავი პოლიციელი შემხვდა. შეუძლებელია ქართველის შეშინება, უკან თუ დავიხიეთ, ნიშნავს, რომ საქართველო დავკარგეთ, ამიტომ ბოლომდე ვიდგებით, სანამ არ გავიმარჯვებთ", - განაცხადა გია ბუღაძემ.