„სინდისის პატიმრის“, ანდრო ჭიჭინაძის საქმე სტარასბურგში გაიგზავნება-ადვოკატი ევროპულ სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს.
როგორ თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, მხოლოდ ტექნიკური საკითხებია დარჩენილი და როდესაც საჩივარი საბოლოო სახეს მიიღებს, ის ევროპულ სასამართლოს კვირის ბოლოსკენ გაეგზავნება.
რამდენიმე დღეა დარჩენილი, როდესაც ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ უკვე, საბოლოო სახეს მიიღებს სტრასბურგის საჩივარი და ანდრო ჭიჭინაძის საქმე, აღკვეთის ნაწილში, სტრაბურგში გაიგზავნება, სადაც განხილული იქნება, როგორც პირველ წარდგენაზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე, შემდგომში უკვე, გადახედვის დროს, ანალოგიური გადაწყვეტილების საკითხი, როდესაც ანდრო ჭიჭინაძე, სხვა ბრალდებულებთან ერთად, დარჩა პატიმრობაში, უკანონოდ“, - განაცხადა მიგინეიშვილმა.
ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციების ფარგლებში 5 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ანდრო ჭიჭინაძეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ანდრო ჭიჭინაძე გლდანის ციხის E კორპუსში, 66-ე საკანშია გამომწყვდეული. 28 წლის მსახიობის დაჭერის შემდეგ არ გასულა დღე, რომ ანდროს კოლეგებს მისი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება არ მოეთხოვათ - ისინი უპრეცედენტო მხარდაჭერას აჩვენებენ.