უკრაინის საელჩოსთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით რუსთველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. დღევანდელი მარში უკრაინაში ომის დაწყების სამი წლის თავს უკავშირდება და ამ ფორმით მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ მეგობარ ქვეყანას.
"ცეცხლი ოლიგარქიას", "დამხობა პუტინის რეჟიმს", "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა"- სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და საქართველოში მცხოვრები უკრაინელებიც.
რაც ვისწავლეთ, ეს არის გმირობის, თავდადების, წინააღმდეგობის სამი წელი და რეალურად ომი, რომელიც გადაიზარდა სრულმასშტაბიან აგრესიაში. ამ სამმა წელმა გვაჩვენა, რომ სამ დღეში უნდა აეღოთ კიევი, მაგრამ სამი წლის თავზე, ეს ქვეყანა და ეს ხალხი არა უბრალოდ დგას, არამედ ძლიერდება და ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად დგება. უკრაინამ აჩვენა ის, რომ მთელი ევროპისთვის, თავისუფლების, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დამცველები არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის ისინი აკავებენ ყველასთვის, ამ ბოროტების იმპერიას და არამარტო აკავებენ, ერთ-ერთი ყველაზე ანაგარიშგასაწევი ძალა გახდა. ძალა, რომელსაც აზრს ეკითხებიან არამხოლოდ ევროპის მასშტაბით, არამედ ყველამ იცის, რომ უკრაინამ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი და ამას არ დათმობს. ჩვენ, რაც აქედან უნდა ვისწავლოთ არის ის, რომ მარტო არ უნდა დავრჩეთ არცერთ შემთხვევაში", - ამბობს ნიკუშა ფარულავა.