პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთში დაკავებული უცხოელი კრიმინალების დეპორტაცია მათი წარმოშობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში მარტის პირველ კვირაში განხორციელდება.
" დეპორტაცია მოითხოვს შეთანხმებას იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც უნდა გაიგზავნონ დაკავებული უცხოელები. ისინი არიან კრიმინალები, რომლებმაც იპოვეს პოლონეთში ცხოვრების გზა კანონის დარღვევით. საუბარია ქართულ ბანდებზე, რომლებიც პოლონეთში ძალიან აქტიური არიან“. - განაცხადა ტუსკმა