ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და უკრაინის მთავარსარდალს შორის თეთრ სახლში გამართულ კრიტიკულ შეხვედრას საქართვრლოს პრემიერ-მინისტრი განცხადებით ეხმაურება:
“გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიასშორის. ვგულისხმობ არა იმდენად ტრამპისა და ზელენსკის პოლემიკას, რამდენადაცშემდგომ გამოხმაურებას ამ პოლემიკაზე. პრეზიდენტი ტრამპი და მისი სამშვიდობოძალისხმევა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს ადამიანებმა, რომლებიცპასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ სისხლისმღვრელი ომი დაუშვეს და უკრაინა დაათასობით უკრაინელის სიცოცხლე ცივსისხლიანად გაწირეს. გლობალურმა ომისპარტიამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მყისიერად დაამობილიზა ჩვენთვის კარგადნაცნობი სპიკერები - ჯინ შაჰინით დაწყებული, ბრიუსელის მრავალრიცხოვანიჩინოვნიკებით დამთავრებული. მათ არ ჩამორჩნენ არც ქართული რადიკალურიოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტ ტრამპისინაუგურაციის უკანა ოთახში გადაღებული „სელფებით“ იწონებდნენ თავს. გუშინ კიდევერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა დაადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ იომონ უკანასკნელუკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ ომსასე მარტივად არ შეელევიან. კიდევ ერთხელ დამტკიცდა ისიც, რასაც სამი წელივამტკიცებდით - აშშ და გლობალური ომის პარტია ორი სხვადასხვა მოცემულობაა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ოპონენტები, მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორისტოლობის ნიშნის დასმას ცდილობდნენ. ბრძოლა ომის პარტიასა და მშვიდობისმოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის. დავიტოვოთ იმედი, რომ ესბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დასრულდება. რაც უფრო ადრე დასრულდება ომიუკრაინაში, მით უფრო ნაკლები უკრაინელის სიცოცხლე გაიწირება და მით უფრო ადრედაისადგურებს მშვიდობა, მთლიანად, რეგიონში.
პრეზიდენტ ტრამპს გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ ამ რთულ ბრძოლაში“,- წერსკობახიძე.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.