პროტესტის 94-ე დღე - პარლამენტთან აქცია განახლდა

ქვეყნის მასშტაბით პროევროპული პროტესტი გრძელდება.

1-ელ მარტს, უწყვეტი საპროტესტო აქციების 94-ე დღეს, მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის შენობასთან. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა განთავისუფლებას ითხოვენ.

დედაქალაქის გარდა აქციები გრძელდება რეგიონებშიც.