უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა და პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ.
მათ ასევე შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით წამოსული მოქალაქეები.
აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე უკანონოდ დაკავებულები ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვს.