ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

მთავრობის მეთაურმა ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მხოლოდ და მხოლოდ მადლობის სიტყვები შეიძლება ითქვას ჩვენგან იმ წარმატებასთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ. 30 წელი ველოდებოდით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და სწორედ თქვენმა თაობამ მიაღწია ამ უდიდეს წარმატებას, რაც მხოლოდ დასაწყისია განვითარების იმ ახალი ეტაპის, რომელმაც ქართულ ხელბურთს კიდევ უფრო დიდი წარმატებები უნდა მოუტანოს. ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები და, რა თქმა უნდა, ამ ტრადიციებს უნდა დაეფუძნოს ჩვენი ხელბურთის შემდგომი წარმატება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მიღწეული წარმატებებისთვის ხელბურთელებს, ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანს, მთავარ მწვრთნელ ტიტე კალანდაძეს, ასევე ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და სპორტის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. სპორტის წარმატებასთან ერთად იზრდება ინტერესი სპორტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებში, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი ინფრასტრუქტურა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს ამ მზარდ მოთხოვნას. ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მაღალი მიღწევების სპორტისთვის, ასევე მასობრივი სპორტისთვის. ამ პროექტის ფარგლებში ხელბურთის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაჯილდოების ცერემონია ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ხელბურთელებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს. 

„მხოლოდ და მხოლოდ მადლობის სიტყვები შეიძლება ითქვას ჩვენგან იმ წარმატებასთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ. ჩვენ 30 წელი ველოდებოდით ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც არის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და სწორედ თქვენ, თქვენმა თაობამ მიაღწია ამ უდიდეს წარმატებას, რაც ვფიქრობ, არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი განვითარების იმ ახალი ეტაპის, რომელმაც ქართულ ხელბურთს კიდევ უფრო დიდი წარმატებები უნდა მოუტანოს. ქართულ ხელბურთს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები და, რა თქმა უნდა, ამ ტრადიციებს უნდა დაეფუძნოს ჩვენი ხელბურთის შემდგომი წარმატება, ყველას მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა განსაკუთრებით ფედერაციის ხელმძღვანელობას. ჩვენ ვიცით, რომ სწორი მართვის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა, პირადად  ბატონ ვახტანგ მეიფარიანს მადლობა, მინდა, ფედერაციის თითოეულ ხელმძღვანელ პირს და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო. მადლობა მწვრთნელებს, ტიტე კალანდაძეს, რომელმაც ხელბურთის განვითარების ახალ ეტაპს დაუდო საფუძველი, მას შემდეგ, რაც საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დღეს ის არაჩვეულებრივად წარმართავს სამწვრთნელო საქმიანობას ჩვენს ეროვნულ ნაკრებში. მადლობა თითოეულ ხელბურთელს, ძალიან ემოციური იყო ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მოთამაშეების თავდადებული თამაშის ხილვა და ამ თავდადებით, ნიჭიერებასთან ერთად იქნა მოპოვებული ის არაჩვეულებრივი წარმატება, რომელსაც ყველამ ერთად მივაღწიეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს სპორტის მიმართულებით.

 

„სპორტის წარმატებასთან ერთად იზრდება ინტერესი, განსაკუთრებით ბავშვებში სპორტის მიმართ, სპორტში ჩართულობის მიმართ, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი ინფრასტრუქტურა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს ამ მზარდ მოთხოვნას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მაღალი მიღწევების სპორტისთვის, ასევე მასობრივი სპორტისთვის. გპირდებით, რომ ამ პროექტის ფარგლებში ხელბურთის განვითარებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ყურადღება იქნება ხელბურთის განვითარებისა და ჩვენი ეროვნული ნაკრების მიმართ“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.