72 საათის ათვლა დაიწყო - გიორგი ჩიკვაიძემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთ ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საჩივარი სააპელაციო სასამართლოშია შესული - ახლა მოსამართლეთა კოლეგიის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა მას წარმოებაში. 

მას გამოცხადებული აქვს შიმშილობა, თავს მიიჩნევს უკანონო პატიმრად. მივიჩნევთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდებოდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს პირობებს არღვევდა. შესაბამისად, დღეს ჩვენ გავასაჩივრეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ და ველოდებით საჩივარზე პასუხს. 72 საათის განმავლობაში უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული"- აცხადებს ბიზნესმენის ადვოკატი, თემურ ადონია. 

შეგახსენებთ, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ, რომელიც 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს, სამარტოო საკანში შიმშილობა დაიწყო.

გუშინ კი დაკავებულის ბიზნესპარტნიორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩიკვაიძე "ვირთხებით და ტარაკნებით" სავსე სამარტოო საკანში გამოკეტეს.