მიხეილ სააკაშვილს "საზღვრის უკანონოდ კვეთის" საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. განაჩენი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დღეს, 17 მარტს გამოაცხადა.
უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთისთვის მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილისთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, 
მოსამართლე ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს. მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა სამ საქმეზე აქვს მისჯილი