ვატო შაქარაშვილის სარჩელის საფუძველზე დაგვაყადაღეს - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, ორგანიზაცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერის ვატო შაქარაშვილის სარჩელის საფუძველზე დააყადაღეს: 

მეგობრებო, ამ ადამიანის შეტანილი სარჩელის საფუძველზე დაგვაყადაღეს.  (ოფიციალურად) თორემ სინამდვილეში მიზეზი ყველამ ვიცით.

მოგმართავთ ყველას, ვისაც ჩვენთვის მოწერილი გაქვთ შვილების მძიმე დიაგნოზზე, შეწყვტილი სტატუსის აღდგენაზე, ჩაჭრილ ელექტროენერგიაზე, ნისიებზე, ყველამ
უნდა მიწეროთ აი ამ ცოცარს, რადგან დღეიდან რომ ვეღარ დაგეხმარებით, ამ რუსეთის მონის დამსახურებაა"- დაწერა ჟორჟოლიანმა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ “ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. ასევე ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები.მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც. გაბიტაშვილის უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ ხუთი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა. 

საბანკო ანგარიშების და ფულადი სახსრების დაყადაღებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს