ამ ფონდების მიზანი გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ - მდინარაძე

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას, საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ აღნიშნული ფონდების მიზანი არის არამარტო ძალადობის წახალისება, არამედ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც.

„ამ ფონდების მიზანი გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა და ხელი შეეწყოთ ამისთვის, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ, გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას. ეს არის სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმების მცდელობა და არანაკლები მავნებლობაა, ვიდრე თავად იმ დანაშაულის ჩადენა. ჩვეულებრივი წამქეზებლობის ფორმაა. სამწუხაროდ, ამას აკეთებენ ევროკავშირის ფონდები, ამას აკეთებდა USAID-ი თუ სხვა გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები. ეს არის შენი სახელმწიფოს, შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს წინააღმდეგ გალაშქრება, ვითომ მორალური, შეფარვითი ფორმით. როგორ ჩანს, პროკურატურამ იმ მიზნით, რომ მათი საქმიანობა შეისწავლოს, დააყადაღა და შეაჩერა ეს დანაშაულებრივი მოქმედება, რასაც ისინი ახორციელებდენენ“, – განაცხადა მდინარაძემ.