"მეგობარი აქტის" განხილვამდე 5 დღით ადრე თბილისი მხარდამჭერი მარშისთვის ემზადება - ვიდრე ამერიკელი კანონმდებლები, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქცირების დაწესებაზე იმსჯელებენ, მანამდე თბილისის ქუჩებში კიდევ ერთხელ უამრავი ხალხი გამოვა.
აქციის მონაწილეები 22 მარტს, 20:00 საათზე მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.
აქცია პარლამენტთან მიმდინარე უწყვეტ პროტესტს შეუერთდება.
"საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ქართველმა ხალხმა 22 მარტს ამერიკელ კანონმდებლებს უნდა დაანახონ, რომ ემხრობიან "მეგობარი აქტის" მიღებას, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ქუჩაში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გავიდეს.
22-ში იქნება, ამერიკის "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი მარში. იცით, რომ 27-ში სენატში განიხილება საგარეო ურთიერთობატა კომიტეტში განიხილება ამერიკის "მეგობარი აქტი". შტატებვი ამ საკანონმდებლო აქტით, ერთის მხრივ მოსთხოვს ხელისუფლებას, რომ გამოუშვან პოლიტპატიმრები, ჩაატარონ ხელახალი არჩევნები, ჩაატარონ რეფორმები, მათ შორის სასამართლოში და თუ ისინი ამას არ იზამენ, ამერიკის მხრიდან გადაიდგმება კონკრეტული ზომები ამ მაღლჩინოსნების დასანქცირებასთან დაკავშირებით, იმ მაღალჩინოსნებსი, რომლებიც ატარებენ რუსეთის, ჩინეთის და ირანის ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში და ძირს უთხრიან ჩვენს სამშობლოს. ამიტომა არის მნიშვნელოვანი რომ ბევრი ხალხი იყოს ამ აქციაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი მიღებულ იქნას, ამიტომ, ჩვენი მხრიდანაც უნდა გამოვხატოთ ჩენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვუთხრათ ამერიკელ კანონმდებლებს, რომ ჩვენ ვემხრობით ამ დოკუმენტის მიღებას, იმიტომ, რომ ამ დოკუმენტის მიღებასთან პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის დემოკრატია. და კიდევ ერთხელ, ამ დოკუმენტში აღნიშნულია ყველაფერის, რასაც ამდენი დღის განმავლობაში აქციაზე ვითხოვთ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
27 მარტს ამერიკის სენატი "მეგობარი აქტს "განიხილავს. კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს.
"მეგობარი აქტის" წარმდგენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს.