დღეს, თბილისში MEGOBARI აქტის მხარდამჭერი მარში გაიმართება

დღეს, 22 მარტს, 20:00 საათზე, თბილისში MEGOBARI აქტის მხარდამჭერი მარში გაიმართება.

მარში მარჯანიშვილის მოედანზე დაიწყება და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დასრულდება.

 აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI აქტს 27 მარტს განიხილავს.