ეს საუბარი აღარ წაიშლება ჩვენს ისტორიის ფურცლებიდან! - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პირველი არხის სამეურვეო საბჭოს შესახებ წერს. 

პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ არხის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს ცილისწამებაში დასდო ბრალი, ხოლო ბორდის წევრებს აღნიშნული ბრალდებების პროკურატურისთვის გამოსაძიებლად გადაცემა შესთავაზა:

"ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს "თანამდებობის პირების" აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიას, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა. ეს კი სხვა არაფერია! დღეს ადამიანები ამ მდგომარეობას ასე უსირცხვილოდ ეგუებიან, და მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა!

ეს საუბარი რომ ჩაიწერა და აღარ წაიშლება ჩვენს ისტორიის ფურცლებიდან ყველამ ვიცოდეთ უნდა!

ევროპისკენ რომ არ მიდიხართ გავიგეთ, მაგრამ "ღირსეულად", რომ ვერსადაც მიდიხართ ამას თუ ხვდებით მაინც ???

დღეს ეს არის მთავარი კითხვა « to be or not to be? »

ვართ თუ არა მზად ამათ სავით ერთი ხელის აწევით, ერთნაირი სიტყვებიზთ და თვალის დაუხამხამებლად გადავცეთ მეორე ადამიანი "კომპეტენტურ ორგანოებს" .. და რის გამო? განსხვავებული აზრის და პოზიციის გამოხატვისათვის ?"