რაში სთხოვს შუამავლობას სალომე ზურაბიშვილი EU-ს ლიდერებს - პრეზიდენტის ევროპული ტურნეს დეტალები

ახალი არჩევნები ევროკავშირის ლიდერობით უნდა დაინიშნოს - სალომე ზურაბიშვილი პარტნიორებს საჯაროდ ეუბნება, რომ მათ შუამავლის ფუნქცია უნდა იკისრონ ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის. მეხუთე პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს მხოლოდ იმაზე სალაპარაკოდ იყენებს, როგორ უნდა მოხდეს კრიზისის დაძლევა საქართველოში.

ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საქართველო ჩიხშია, პოლიტიკური კრიზისი პიკს აღწევს და ასე გაგრძელება შეუძლებელია. ლიეტუვის საზოგადოებრივი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილი ღიად ამბობს, რომ პრობლემა ევროკავშირის ლიდერების მონაწილეობის გარეშე ვერ მოგვარდება. ლიეტვუას შემდეგ  პრეზიდენტი შეხვედრებს უკვე ლატვიაში მართავს ქვეყნის ლიდერებთან.