„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ "მეგობარ აქტს" ხალხთან და ხალხის ინტერესთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ქართველი ხალხის უმრავლესობის საბედნიეროდ, არის უმცირესობაში.
აგენტურა და მოღალატეები ვერ იქნებიან უმრავლესობაში. ყოველთვის იქნებით იქ, სადაც იმყოფებით და კიდევ უფრო ქვემოთ. მაგრამ მე, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, რომ ჩემი ქვეყნის, თუნდაც ერთი რიგითი მოქალაქე იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც ახლა რადიკალური დაჯგუფებები იმყოფებიან.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ არამეგობრულ კანონპროექტს, ეს არის "დიფ სთეითის" ზრახვები. მათ არ მოეწონათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და ყველანაირი მეთოდით, ყველანაირი სიბინძურით, ტყუილითა და არასამართლიანი დამოკიდებულებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას. “ - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI Act-ს 27 მარტს განიხილავს.