საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს, არჩილ კალანდიას შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.