„არაფერი მსგავსი არ იგეგმება“ - ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე დასწრებაზე

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური დეზინფორმაციას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს განაცხადეს, რომ მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას და სამხედრო აღლუმზე დასწრებას აპირებს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.