ოკუპანტების იერიში ბალისტიკური რაკეტით- დაიღუპა - 14 ადამიანი, 50-ზე მეტი დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰზე ბალისტიკური რაკეტით იერში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, მსხვერპლის და დაშავებულების რაოდენობა მკვეთრი სიხშირით იცვლება.

ქალაქში, სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარია, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი.