სასამართლომ ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელო“-ს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა და სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გირაოს სახით 50 ათასი ლარის ოდენობით შეფარდების თაობაზე.

საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება უკვე წარდგენილი აქვს მამუკა ხაზარაძეს.