სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი, ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკვე კონკრეტული პარტიები დაუპირისპირეს სალომე ზურაბიშვილს.
„დავეხმარეთ 2018 წელს, თუმცა მაშინ თქვენ აცხადებდით მას მოღალატედ და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად. როგორც კი სამშობლოს უღალატა სალომე ზურაბიშვილმა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად, რადგან თქვენი მედია არის ღალატის მედია და ახლაც აგრძელებს ღალატს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
ვიტყოდი, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამშობლოს უღალატა, თუმცა მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყანას უღალატა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს შეეხებოდა.
მისივე თქმით, იგი პირნათელია თითოეული მოქალაქის წინაშე, რადგან საკუთარი აგური აქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდების საქმეში.
„მე ვარ ძალიან პირნათელი ჩემი მოქალაქეების წინაშე, იმიტომ რომ ჩემი აგური მაქვს დადებული იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდება. რაც შეეხება „ტვ პირველს“, „ტვ პირველი“ არ არის პირნათელი საკუთარი საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა პრემიერმა.