პარლამენტი მთავრობას ნდობას საკომიტეტო განხილვების გარეშე გამოუცხადებს - კანონპროექტი

პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტით, რიგი საკითხები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომიტეტის მიერ განხილვის გარეშე განიხილება.

ერთპარტიულ პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, ასეთი საკითხების ჩამონათვალშია:

თანამდებობის პირის არჩევა
დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნა
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება
პრეზიდენტის არჩევა
თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება და
რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები
მოქმედი რეგლამენტით პარლამენტის კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ფრაქციები განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ამის შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სახელი შეეცვლება, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას კი პრეზიდენტი აღარ გახსნის.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისსა დაგეგმილი.