უწყვეტი პროტესტის 138-ე დღეს რუსთაველი ისევ გადაიკეტა

უწყვეტი პროტესტის 138-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. 

პარალელურად, სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ და მარშით პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. 

მანამდე, დღეს მოქალაქეები 16:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ, სადაც გიორგი გახარია "ქართული ოცნების" ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა.