ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაინიშნა.

ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.