დღეს ქართველი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
საქართველოსთვისა და ქართველი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვან თარიღს სხვადასხვა ქვეყნის თანამდებობის პირები, ოფიციალური უწყებები და საელჩოები ულოცავენ. საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ "ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად".
ამ დრომდე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შემდეგმა ქვეყნებმა მიულოცეს:
ევროკავშირის ელჩი საქართველოში:
"დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. გაქვთ საფუძველი იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ.
ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს გვერდში ედგა. ჩვენ ვუწევდით სასიცოცხლო დახმარებას, მხარს ვუჭერდით დემოკრატიულ რეფორმებს, ვხსნიდით წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას ვაძლევდით.
ამავდროულად, ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად.
ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული - სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით.
ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
წინ საქართველო, წინ!"
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო:
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს.
ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს ემყარება. ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს.
ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ საქართველოს მისწრაფებებს შეესაბამება“.
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III:
„მაშინ, როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე სიხარულით გიგზავნით ჩვენს ყველაზე გულთბილ მილოცვებს. მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლე დიდი სიამოვნებით ვუსურვებთ ყველა ქართველს საუკეთესო სურვილებს“.
ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი:
„ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ლატვიიდან ვულოცავ. თავისუფლება და დემოკრატია შეუფასებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია. თავისუფლებისმოყვარე ყველა ქართველს ამ მნიშვნელოვან დღეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ“.
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი:
„ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! ქართველები თავის ქვეყანაში დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ. ჩვენ პატივს ვცემთ და აღფრთოვანებულები ვართ ამ ურყევი ერთგულებით. გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას. გაგიმარჯოს საქართველო“.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:
"მშვიდობას, სოლიდარობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით!
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!"
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:
„ესტონეთი თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“
საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი:
"ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩეხეთი აგრძელებს თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. თქვენ იმსახურებთ დემოკრატიულ და მშვიდობიან მომავალს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ! გაგიმარჯოს საქართველო!"
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი:
„ნიდერლანდების სამეფოს სახელით, მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე გულითადად მივულოცო. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, საქართველოს ბევრი ბრძოლა მოუწია და ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა. ქართველი ხალხი დღემდე აგრძელებს საკუთარი თავისუფლების დაცვას თავისთვის და მომავალი თაობებისთვის.
ნიდერლანდები, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, თქვენი სანდო პარტნიორი და მეგობარია. ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი ურყევი მონაწილეობის მეშვეობით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვიქნებით. გაუმარჯოს საქართველოს!“
შვედეთის საელჩო საქართველოში:
"ძვირფასო ქართველებო, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მხარს ვუჭერთ ევროპულ მისწრაფებებს".
ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი:
“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება და სილამაზე უმალვე იპყრობს თვალს, მაგრამ რაც სამუდამოდ ტოვებს გულში კვალს, ეს მისი შინაგანი არსია – გამძლეობა, შემოქმედებითობა, კულტურული სიღრმე და ღირსებითა და იდენტობით გამორჩეული ხალხი.
ამ ეროვნული დღეს გისურვებთ უსაფრთხოებით, წინსვლითა და ინოვაციით აღსავსე მომავალს – დაფუძნებულს ამ ქვეყნისადმი ღრმა სიყვარულზე”.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო:
„ვულოცავთ ჩვენს მეგობარს, მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს“.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი:
„ვულოცავთ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გავაგრძელებთ ჩვენი კავშირების გაღრმავებისკენ მიმართულ ძალისხმევას“
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
„გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს! ბულგარეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის მიმართ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს დიდი ხნის მეგობრულ კავშირებს“.
დანიის საელჩო საქართველოში
"ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დანია აგრძელებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავისუფლება უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოსთვის! გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!
უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
„გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს ყველა მეგობარს საქართველოში ეროვნულ დღეს!“
მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრო:
„ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს, კეთილდღეობას ქართველ ხალხს თავიანთი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად“.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:
„გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“.