საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის წარმატებულ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა უნგრელ კოლეგას სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.
მთავრობის მეთაური უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის მზარდი თანამშრომლობა განიხილეს.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველო-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას”, – დაწერა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა სასიამოვნოა, ველოდებით მის სიტყვით გამოსვლას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„ყოველთვის სასიამოვნოა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა. მოუთმენლად ველოდები მის სიტყვით გამოსვლას ხვალ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე“, -წერს ვიქტორ ორბანი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.