საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის შესახებ გამოეხმაურა:
„ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავს, ჩემთვის ცოტათი გაუგებარი და საკვირველია. როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ, რომ არავის შეიძლება ჰქონდეს ნდობა სასამართლოს მიმართ — მით უმეტეს იმის მიმართ, რომ ეს სასამართლო რომელიმე დავას რომელიმე პარტიის სასარგებლოდ გაამართლებს. თუ ვინმეს ამის სჯერა, მაშინ უკვე მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ,"