ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს უპასუხა:
"დანა-სისხლად არიან გადაკიდებული გომელაურ-ლილუაშვილ-ღარიბაშვილთან - ისინი ამ ისტერიკით ადასტურებენ ერთ რამეს: შიგნით აქვთ უბედურება დაჭმა და მეთი ინფორმაცია მაქვს თუ არა? კიდევ უფრო მეტი მაქვს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.
ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მარტივი რამის დადასტურდება: უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს, ან გომელაურს.
ბატონო ბიძინა, მარტო დარჩებით, ხომ ხვდებით? ხომ ხედავთ? კობახიძეც ადასტურებს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური - ყველა ჩემთან თანამშრომლობს, ყველას ინფორმაციები მოაქვს.
თქვენ ხომ ხვდებით, რომ დარჩებით მიქანაძის, ოხანაშვილის და ამ შეშლილი კობახიძის ამარა.
ღარიბაშვილზე ვთქვი - მიქაუტაძე დაუჭირეთ, მისი ჯიბე. გომელაურის გადადგომა ვთქვი - ორ დღეში გადადგა.
რიჟვაძეზე ვთქვი - ფაქტობრივადმ ან კლავდით, ან თავს იკლავდა.
ბიზნესზე ვთქვი - "ზარალადან" დაწყებული პაპაშვილით გაგრძელებული და ჩხაიძეს, საერთოდ, შვილი დაუჭირეთ.
რომელი ერთი მოვყევი და არ დადასტურდა?
ლილუაშვილს ვთქვი, რომ $100 მილიონ დოლარს სთხოვთ, ოხანაშვილმა აგერ თქვა, რომ დიახ, გამოძიებას მასთან კითხვები აქვს.
ამიტომ, თქვენ აბსოლუტურად მარტო დარჩებით ამ შეშლილების ამარა."
----------
"ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, ყოველთვიურ დაფინანსებას იღებს ნოდარ მელაძეც" - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძე