აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან. მათი ძირითადი მოთხოვნებია აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

მსვლელობას შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, აქციაზე დღეს იმყოფებიან საკრებულოების მოქმედი წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელთა მკაფიო პოზიციაა, რომ არ აპირებენ 4 ოქტომბრის „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობას.