პროტესტის მე-17 დღე - ვითარება პარლამენტთან

საქართველოში, ახალი არჩევნების მოთხოვნით, პროევროპული პროტესტი გრძელდება. დღეს უწყვეტი აქციების რიგით მე-17 დღეა.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან დილის 07:00 საათიდან შეიკრიბნენ და აქციას მართავდნენ, პარალელურად კი პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია.

პარლამენტთან, ასევე თავისუფლების მოედანზე დილიდან არიან მობილიზებული სამართალდამცველებიც.

დღის განმავლობაში გაიმართა არაერთი საპროტესტო მსვლელობაც. მათ შორის, დედების მარში, სტუდენტების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა, აქცია/მარშს სლოგანით "მთა თავისუფლებისთვის" და ა.შ. საბოლოოდ, ყველა მსვლელობამ პარლამენტთან მოიყარა თავი.

19:00 საათზე ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას აპირებს თბილისის მერი კახა კალაძე. ამჟამად სატესტო რეჟიმში ხდება მომზადება ღონისძიებისთვის. ნაძვის ხესთან მოწყობილია სცენა და განლაგებული არიან სამართალდამცველები.