დღეს, 18 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი.
აქციები გაიმართება:
13:00 - გაფიცვა
14:00 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების მარში - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე
15:00 - სახალხო დისკუსია - FABRIKA - JUNGLE ROOM (0. 606083000
18:00 - მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის მარში - მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე
18:00 – CU (კავკასიის უნივერსიტეტის) მარში - სააკაძის მოედნიდან პარლამენტამდე
18:00 – ევროპული ფონდების ყოფილი სტიპენდიატების პროტესტი - განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე
19:00 - მრავალფეროვნების მარში - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე
19:00 - აქცია საქართველოს პარლამენტთან
20:00 - მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის - განათლების სამინისტროდან (დ. უზნაძის 52) პარლამენტამდე
დღის ბოლოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. აქციის მოთხოვნაა ახალი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.