უამინდობის გამო შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობს - ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უამინდობასთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს:

"სპეცტექნიკით მიმდინარეობს ქუჩების, ტროტუარების წმენდა თოვლის საფარისაგან და ტექნიკური მარილის დაყრა. უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა. ამ ეტაპისთვის ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარუნარიანია.

გამწვანების სამსახურის მიერ მიმდინარეობს დათოვლილი ხე-მცენარეების დაფერთხვის ღონისძიებები.

სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება როგორც ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე. ქალაქის წყალმომარაგება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მოსული თოვლის გამო, ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, შეიზღუდა შესვლა ბოტანიკურ ბაღში"