მეთორმეტე საუკუნის ძეგლი განადგურების პირასაა - საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა განგაშის სიგნალი ჩართო. მისიის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ შემაშფოთებელი და აუხსნელია გადაუდებელი ჩარევების დაგვიანება და სამუშოების შესრულების გეგმის არარსებობა. უკვე წლებია, მეცნიერები ხელისუფლებლას აფრთხილებენ, რომ გელათი საფრთხეშია, თუმცა ამ დრომდე საკონსერვაციო პროგრამა არ არსებობს.
ანგარიში ძალიან კრიტიკულია და მიანიშნებს მიმ სერიოზულ ხარვეზებს, არაკოორდინირეულ მოქმედებას, გაუხსნელობას საზოგადოების მიმართულებით და სპეციალისტების არჩართულობას. ტაძრის გადარჩენისთვის ალტერნატიული გზები პროექტირების კუთხით არ მომხდარა, კონსტრუქციების მოწყობისთვის. ხან სარკმელი ზიანდება მხატვრობასთან ერთად, მოინგრა რამდენიმე სეგმენტში, ახლა კიდევ გუმბათის ამ ჩაშენებულ ნაწილს თავის მხატვრობიანად მოუწია მორღვევა. კონტრუქციის გამო რღევა მიდის რაღაც სეგმენტების, - ამბობს სპეციალისტი.