გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

 საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია: 

"რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე დასრულდა ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა
ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს" აცხადებს უწყება.

რიკოთზე ზვავი გვიან ღამით ჩამოწვა. 

რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილ ზვავთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს: 

"რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწოლილი ზვავის გამო მოძრაობა დროებით შეფერხებულია. 

 რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.