ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ,,შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქის მიმართულებით 13:00 საათიდან აღდგება.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ,,შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქის მიმართულებით 13:00 საათიდან აღდგება. ხოლო ორივე მიმართულებით მოძრაობა კი 15:00 საათიდან განახლდება.
ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.