გურიაში ისევ გადაუღებლად თოვს - რა ხდება სტიქიის ზონაში

ამ წუთებშიც, გადაღებლად თოვს გურიაში. ადამიანები ისევ დახმარების მოლოდინში არიან.  მიუხედავად ოლიგარქის მთავრობის განცხადებებისა, მოქალაქეებმა შვება ვერ იგრძნეს. პირიქით, თითქმის ყოველ წუთს ჩვენს რეპორტიორთან შედის სატელეფონო ზარები - ადამიანები თოვლში ჩარჩენილ ოჯახის წევრებს ეძებენ. გზები ისევ გაუწმენდავია, ამბობენ, რომ სახლები თავზე ენგრევათ. 

ოჯახებს ამ დრომდე არ მიეწოდებათ ელექტოენერგია და წყალი. არის საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი. ანალოგიურად,  უმძიმესია ვითარება აჭარაშიც, სადაც ასევე უხვი ნალექია. ადამიანები აქაც ბედის ანაბარად არიან მიტოვებულები. მოქალაქეები ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ.