საქართველოში 9 045 ელექტრომობილია რეგისტრირებული - სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

საქართველოში 9 045 ელექტრომობილია რეგისტრირებული. 2024 წელს ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილებს რაოდენობა ქვეყანაში 79% ანუ 3 993 ერთეულით გაიზარდა.

გასულ წელს ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების საერთო რაოდენობაში ელექტრომობილებს მხოლოდ 0.5%-იანი წილი ეკავათ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს საქართველოში სულ 852 ელექტრომობილი მოძრაობდა და წლების მიხედვით მათი რაოდენობა მზარდია:

2017 წელი - 852;

2018 წელი - 1300-მდე;

2019 წელი - 1900-მდე;

2020 წელი - 2 200-მდე;

2021 წელი - 2 400-მდე;

2022 წელი - 3 283;

2023 წელი - 5 052;

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ელექტრომობილი თბილისშია რეგისტრირებული. რეგიონების მიხედვით, ელექტროძრავიანი ავტომობილების განაწილების სტატისტიკა ასეთია:

თბილისი - 6 932 ელექტრომობილი;
იმერეთი - 512
აჭარა - 387
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 286
ქვემო ქართლი - 218
კახეთი - 156
შიდა ქართლი - 113
სამცხე-ჯავახეთი - 100-მდე
მცხეთა-მთიანეთი - 65
გურია - 54
აფხაზეთი - 16
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1
უცნობი - 196

ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გასულ წელს რეკორდულია ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილების იმპორტიც. 2024 წლის განმავლობაში ქვეყანამ 107 მილიონ 79 ათასი დოლარის ღირებულების 5 454 ერთეული ელექტრომობილი შეიძინა, რაც გაორმაგებული მაჩვენებელია. [2023 წელი - $55.6 მლნ, 2 151 ერთეული].

საქართველოში ელექტრომობილები ძირითადად ამერიკიდან შემოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

აშშ - $55.3 მლნ, 3 313 ერთეული;
ჩინეთი - $21.5 მლნ, 841 ერთეული;
გერმანია - $13.3 მლნ, 199 ერთეული;
იაპონია - $5.7 მლნ, 840 ერთეული;
ბელგია - $2.6 მლნ, 60 ერთეული;
არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.2 მლნ, 42 ერთეული;
შვედეთი - $1.1 მლნ, 25 ერთეული;
შვეიცარია - $1 მლნ, 2 ერთეული;
კორეის რესპუბლიკა - $998 ათასი, 35 ერთეული;
აზერბაიჯანი - $819 ათასი, 8 ერთეული;