"მესიჯი, რა თქმა უნდა, ცხადია, მშვიდობაა - Freedom ჰქვია სიმღერას და შესაბამისად, ნათელი და ცხადია, რომ ეს არის ძალიან დიდი მესიჯი". - თქვა მომღერალმა მარიამ შენგელიამ პირველი არხის ეთერში.
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროვიზია 2025-ზე საქართველოს მარიამ შენგელია სიმღერა Freedom-ით წარმოადგენს.
შენგელია მეორე ნახევარფინალში მონაწილეობას 15 მაისს მიიღებს, ევროვიზია წელს შვეიცარიაში გაიმართება.
2024 წელს ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მმართველი პარტიის მხარდამჭერი კონცერტები ტარდებოდა, სადაც სხვადასხვა მომღერლები, მათ შორის მარიამ შენგელია მონაწილეობდნენ.